სლოვენია ქვეყანაში მიგრანტთა შემოსვლას შეზღუდავს.
დღეიდან, სლოვენიაში ჩასვლა მხოლოდ იმ დევნილებს შეეძლებათ, რომლებიც
ქვეყანაში მოხვედრას თავშესაფრის ან ჰუმანიტარული დახმარების
მოთხოვნით გეგმავენ, ნათქვამია სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს
განცხადებაში. დოიჩე ველეს ინფორმაციით, ყოველი შემთხვევა
ინდივუდუალურად განიხილება.
სლოვენიის შემდეგ, ანალოგიურ ზომებზე სერბია და მაკედონია
ალაპარაკდნენ.
მიგრანტების სლოვენიაში წვდომის რეჟიმი, "ფაქტიურად კეტავს ბალკანეთის
მარშრუტს, სერბია ვერ გახდება დევნილთა შეკრების ცენტრი, ამიტომ ის
ზომებს ევროკავშირთან შეათანხმებს",- ნათქვამია სერბიის შს
სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე, ევროკავშირი - თურქეთის სამიტზე, ევროპაში მიგრანტთა
მასობრივი შემოდინების შეზღუდვასთან დაკავშირებით სრულ შეთანხმებას
ვერ მიაღწიეს.
მასალის გამოყენების პირობები