აშშ- ის პრეზიდნეტის ბარაქ ობამას კუბაზე ვიზიტის ერთ-ერთი პუნქტი -
ღირშესანიშნაობების დათვალიერებაა.
დღეს ბარაქ ობამა კუბელ კოლეგასთან რაულ კასტროსთან მოლაპარაკებებსაც
გამართავს.
ისტორიული ვიზიტი, რომელიც 90 წლის მანძილზე, პირველად გაიმართა -
ორდღიანია. მისი ცენტრალური მოვლენა - ჰავანის დიდ თეატრში კუბელების
წინაშე გასმოვლაა.
პოლიტიკოსების გარდა, ობამა კუბელ ბიზნესმენებს და დისიდენტებს
შეხვდება.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, ვაშინგტონი და ჰავანა ცდილობენ თითქმის
ნახევარი საუკუნით გაყინული ურთიერთობები გააქტიურონ.
უკანასკნელი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც კუბას ესტუმრა, 1928 წელს,
კალვინ კულიჯი იყო.
მასალის გამოყენების პირობები