რეგიონი
რომში აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტის გახსნა იგეგმება
რომში აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტი გაიხსნება, წერს „აფხაზია ინფორმი“ დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გახსნის ცერემონია 17 ივნისს გაიმართება. გამოცემის თანახმად, ეს არის საზღვარგარეთ და კერძოდ, იტალიაში, აფხაზეთის კულტურის პირველი ინსტიტუტი.

გახსნის ცერემონიას დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, მისი მოადგილე კან ტანია და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი თენგიზ თარბა დაესწრებიან.

იტალიის დედაქალაქში ასევე გაიმართება პრეს - კონფერენცია და რომში ასოციაცია „ევროპა-აფხაზეთის“ ოფისის პრეზენტაცია.

ცერემონიაზე წარმოდგენილი იქნება გაზეთის „აფხაზია სეგოდნია“ პირველი ნომერი.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან იტალიაში რუსეთის, ვენესუელას და ნიკარაგუას ელჩები.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.