საზოგადოება
მთავრობა: თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე, სამშობლოში უკვე დაბრუნებულია
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში იმუშავა ყველა შესაბამისმა უწყებამ, მათ შორის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებმა.

თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეების მოკლე ვადებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქტიურ კონტაქტზე იყო ავიაკომპანიების - "ატლას გლობალის" და "თურქეთის ავიახაზების" წარმომადგენლობასთან; "ატლას გლობალმა" სტამბოლიდან დამატებითი რეისი დანიშნა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 21:30 საათზე დაეშვა. თვითმფრინავის ბორტზე 153 მგზავრი, მათ შორის ოთხი ჩვილი იმყოფებოდა. დამატებითი რეისი დანიშნა სტამბოლიდან "თურქეთის ავიახაზებმაც". რეისით, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:45 საათზე დაეშვა, 141 მგზავრი ჩამოფრინდა.

ყველა მგზავრი, რომელიც, თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, სტამბოლის აეროპორტებში იყო დარჩენილი, უკვე საქართველოშია. საკუთარ რიგს ელოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტრანზიტული ფრენით მიმავალი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე.

საქართველოსკენ უვნებლად გამოემგზავრა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ქართული გენი", რომლის ავტობუსსაც, თურქეთში განვითარებული პროცესების გამო, სტამბოლიდან 60 კილომეტრში გაჩერება მოუხდა.

უკვე დაზუსტებულია თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალი რეგულარული რეისების დროც. კომპანია "ატლას გლობალის" თვითმფრინავი თბილისში 23:45 საათზე გამოფრინდება, ათათურქის აეროპორტიდან მომავალი რეისი კი 01:40 საათზე შესრულდება.

სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვა 16:00 საათიდან მოიხსნა და საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან, საქართველოს მოქალაქეებს, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.

ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტები - "სარფი", "კარწახი" და "ვალე" და მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.