რუსეთში მოზარდთა შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის გამოსვლის შემდეგ, დასავლეთის მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები იმის შესახებ, რომ სოჭის ოლიმპიადის ზოგიერთი მონაწილე შესაძლოა დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდეს.
რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრმა, ვიტალი მუტკომ და სახელმწიფო დუმის სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა იგორ ანანსკიხმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ოლიმპიადის სტუმრებისა და მონაწილეების პირად ცხოვრებაში ჩარევას, თუმცა, მათივე თქმით, ქვეყანაში ჩასულებმა მისი კანონები უნდა დაიცვან.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სრულიად უსაფუძვლოა სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ოლიმპიადის მონაწილეთათვის რაიმე სახის დაბრკოლების შექმნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
РИА Новости
მასალის გამოყენების პირობები