26 პალესტინელი პატიმარი, რომელიც ისრაელმა გაათავისუფლა, ღაზას სექტორში დაბრუნდა. 11 მათგანს, რომელიც იორდანის დასავლეთ სანაპიროზე, რამალაშიჩავიდა, პალესტინის პრეზიდენტი მახმუდ აბასი დახვდა. დანარჩენი 15 – ღაზას სექტორში ჩავიდა, სადაც მათ ასობით ადამიანი აღტაცებული შეძახილებით შეეგება.
პალესტინელი პატიმრების გათავისულფლება ისრაელსა და პალესტინას შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ–ერთი პირობაა, რომლის თანახმად სულ 104 ტუსაღი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. თუ სამშვიდობო მოლაპარაკება გაგრძელდება, ისრაელის საპატიმროებში დარჩენილ 78 პალესტინელს მომავალი ცხრა თვის განმავლობაში გაათავისუფლებენ. მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი იერუსალიმში დღეს შედგება.
მასალის გამოყენების პირობები