მუმბაის პორტში ინდოეთის წყალქვეშა ნავზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები,- განაცხადა ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა.
წყალქვეშა ნავზე ხანძარი აფეთქების შედეგად წარმოიშვა, რასაც მისი ნაწილობრივ ჩაძირვა მოჰყვა. მიმდინარეობს გამოძიება.
16 წლის წინ რუსეთში წარმოებული, დიზელზე მომუშავე წყალქვეშა ნავი "სინდხურაკშაკი", ახლახან დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც მასშტაბური შემოწმება გაიარა,- წერს ინდური მედია.
მუმბაის ნავსადგურში რუსი სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც ნავის ტექნიკურ მომსახურებას აწარმოებდნენ, მათ შორის არავინ დაზარალებულა.
მასალის გამოყენების პირობები