გერმანიის ამჟამინდელი ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული პირველი მიტინგი ქ. ზელიგენშტადტში გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც ათასამდე ადამიანი დაესწრო, მერკელმა განაცხადა, რომ შეძლებს გერმანიის კრიზისიდან გამოყვანას და ქვეყნის შემდგომ აყვავებას უზრუნველჰყოფს. მერკელის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, 2013 წლის II კვარტლის სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას დაემთხვა, რომელმაც, უფრო დამაჯერებელი ეკონომიკური ზრდა უჩვენა, ვიდრე ამას ექსპერტები პროგნოზირებდნენ.
საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში სექტემბერში გაიმართება. ანგელა მერკელი მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობის შენარჩუნებას, მესამე ვადით შეეცდება. ამჟამად, ქრისტიან–დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც მერკელი წარმოადგენს, საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს ოპოზიციურ სოციალ–დემოკრატიულ პარტიასთან შედარებით.
მასალის გამოყენების პირობები