ბაღდადის რამდენიმე რაიონში კოორდინირებული აფეთქებების სერიას ყველაზე ნაკლები, 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არიან დაჭრილები. აფეთქებები ძირითადად შიიტურ რაიონებში, ავტომობილების სადგომებთან, ბაზრისა და რესტორნების მახლობლად გაისმა.
ბოლო თვეების განმავლობაში ერაყში ძალადობის მკვეთრი ზრდა აღინიშნება, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. ქვეყანაში შიიტებისა და სუნიტების თემებს შორის დაძაბულობა იზრდება. სუნიტები ამტკიცებენ, რომ შიიტთა მთავრობის მხრიდან, რომელსაც პრემიერ -მინისტრი ნური მალიკი უდგსა სათავეში, დისკრიმინაციას განიცდიან.
მასალის გამოყენების პირობები