გაეროს ელჩმა სირიაში ლაჰდარ ბრაჰიმიმ აშშ-ს მოუწოდა, დამასკოში განხორციელებულ სავარაუდო ქიმიური შეტევის გარემოებათა დადგენამდე, არანაირი ქმედებები არ განახორციელოს.
ბრაჰიმიმ მოსკოვსა და ვაშინგტონს ასევე გაეროსთვის, თავდასხმის ორგანიზატორთა შესახებ ინფორმაციის მოძიებაში, ხელის შეწყობისკენ მოუწოდა.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჩაკ ჰეიგელმა ბი-ბი-სი-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ბარაქ ობამასგან გაცემული ბრძანების შემთხვევაში, შეიარაღებული ძალები, მზად იქნებიან დაუყოვნებლივ დაიწყონ სამხედრო ოპერაციები.
გაეროს ინსპექტორები უკვე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე. ორშაბათს, სავარაუდო ქიმიური შეტევის ადგილისკენ მიმავალ მანქანას სნაიპერებმა ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა, არავინ დაზარალებულა.
მასალის გამოყენების პირობები