ბოლო საათების განმავლობაში, მან კიდევ 3 სანტიმეტრით მოიმატა. ამურის დონე კრიტიკულად ჯერ კიდევ 6-მეტრამდე გაზრდისას მიიჩნეოდა. ძლიერი წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ამურისა და ებრაელთა ავტონომიურ ოლქებშიც.
ოფიციალური მონაცემებით, წყალდიდობისგან რუსეთში 102 000 ადამიანი დაზარალდა. დატბორილია 11 000 საცხოვრებელი სახლი, ხოლო სტიქიისგან გამოწვეული ზარალი 30 მილიარდ რუბლს აჭარბებს. გასულ კვირაში, დაზარალებულ მხარეებს ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ეწვია. მისი განცხადებით, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია სახელმწიფოსთვის უმაღლეს ამოცანას წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები