საფრანგეთი 21 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოების მიხედვით ადასტურებს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება სირიის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ზონიდან განხორციელდა.
აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა გაავრცელა. 9-გვერდიანი მოხსენება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ პარლამენტარებს წარედგინათ და ინტერნეტშიც გამოქვეყნდა.
გარდა ამისა, მოხსენების ავტორები ამტკიცებენ, რომ სამთავრობო ძალებმა იმ რეგიონების თავზე, სადაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს, აკრძალული მომწამვლელი გაზის კვალის წასაშლელად ბომბები ჩამოაგდეს.
მასალის გამოყენების პირობები