ყაბარდო–ბალყარეთის ტერიტორიის ნაწილზე 7.30 საათიდან, საგანგებო განკარგულების გაცემამდე, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. აღნიშნული რეჟიმის დაწესების მიზეზად, შსს– ს საიტზე ტერორისტული აქტების არ დაშვება, იატაკქვეშ მყოფი დაჯგუფებების მიმალული წევრების ძებნა და დაკავება სახელდება. ურვანის რაიონში „სპეციალური ღონისძიებები და შეზღუდვები ომოქმედებენ". კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ასევე მობილური კავშირის დაბლოკვას და აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფ პირთა საბუთების შემოწმებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები