ბუენოს–აირესში შემდგარი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125–ე სესიის კენჭისყრის თანახმად, ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ, 2020 წლის ზაფხულის ოლიამპიადის დედაქალაქად ტოკიო გამოაცხადა.
ოლიმპიადის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად, პარალელურად, სტამბული და მადრიდი იბრძოდნენ.
სამივე ქალაქი–ფინალისტი სხვადასხვა დროს ოლიმპიური თამაშების ჩატარების პრეტენდენტი იყო, თუმცა მათგან ოლიმპიადა 1964 წელს მხოლოდ ტოკიოში ჩატარდა.
მადრიდი უკვე მესამედ ცდილობს ოლიმპიადის მასპინძელი გახდეს, ხოლო სტამბულისთვის ეს მეხუთე ცდა იყო.
მასალის გამოყენების პირობები