ამერიკული როკ–ჯგუფის Bloodhound Gang–ის მუსიკოსების წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის შებღალვის ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა.
საქმე აღძრულია "სიძულვილის ან შუღლის გაღვივების,... ადამიანური ღისრების შელახვის“ მუხლით. მარკინის სიტყვებით, გამოძიება გეგმავს ჯგუფის მუსიკოსების ჯეიმს მოირა ფრანკისა და ჯარედ ვიქტორ ჰენეგანის ძებნაში გამოცხადების ორგანიზაციას. მანამდე ინტერნეტში Bloodhound Gang –ის ოდესაში გამოსვლის რამდენიმე ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ბას–გიტარისტი რუსეთის დროშით სხვდასხვა შეურაცმყოფელ მანიპულაციებს აკეთებს, წერს ბი–ბი სი.
მასალის გამოყენების პირობები