Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/20130829165609f37f98b9d7a2b167864c754a6c40689a.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

მსოფლიო
ობამამ სირიაზე იერიში დროებით გადადო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელემიმართვაში კონგრეს სთხოვა, რომ დროებით გადადონ სირიაში სამხედრო ინტერვენციის საკითხის განხილვა. მისივე თქმით ის არ დაიშურებს ძალისხმევას, სირიის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის. თუმცა სამხედრო ძალებს მზადყოფნისთვის მოუწოდებს, იმ შემთხვევეისთვის თუ მისი დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს. "სირიაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გავაგზავნი. ჩვენი სამხედრო შეტევა შეზღუდული იქნება. სირიაზე შეზღუდული შეტევა აიძულებს ასადს დაფიქრდეს, ვიდრე კიდევ ერთხელ გადაწყვეტს ქიმიური იარაღის გამოყენებას. ჩვენ ამით გვინდა მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ არ ვართ შემწყნარებლები ქიმიური იარაღის გამოყენების მიმართ. მსოფლიომ ამის ამსახველი უამრავი ვიდეო და ფოტომასალა იხილა, რომელიც ადასტურებს ქიმიურ შეტევას. ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც ადასტურებენ, რომ სირიის კლინიკებში გაზით მოწამლული უამრავი ადამიანი ნახეს. ჩვენ ვიცით, რომ ყოველივე ამაზე პასუხისმგებელი ასადის რეჟიმია, რომელთაც ნიღბები დაურიგეს თავიანთ სამხედროებს და ოპოზიციის ძალების განსდევნად 11 გარეუბანში რაკეტები გაუშვეს",განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. აშშ-ის პირველმა პირმა ტელემიმართვისას ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება რუსეთის შეთავაზებას – სირიამ ქიმიური იარაღი საერთაშორისო თანამეგობრობის კონტროლს დაუქვემდებაროს. თუმცა, მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, იქნება თუ არა ეს შეთავაზება წარმატებული. "ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა დაადასტუროს, რომ ასადის რეჟიმი ვალდებულებებს შეასრულებს. მაგრამ ამ ინიციატივას აქვს პოტენციალი, ძალის გამოყენების გარეშე იქნას აცილებული ქიმიური იარაღის გამოყენების მუქარა", - აღნიშნა ობამამ. ამასთან, ბარაქ ობამამ დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ ქერი ხვალ ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შეხვდება. "მე კი გავაგრძელებ დიალოგს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან", - დასძინა ბარაქ ობამამ.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.