ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, დამატებითი ღონისძიებები ტარდება სხვა ქვეყნებში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გასული წლის 11 სექტემბერს აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა მოხდა ბენღაზიში, დაიღუპა ამერიკის 4 მოქალაქე, მაშ შორის - აშშ-ის ელჩი ლიბიაში. თეთრი სახლის განცხადებით, დღევანდელ ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს აშშ-ში: ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და შანკსვილში (პენსილვანია) 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები