ევროპარლამენტის ფრაქცია, "მწვანეები –თავისუფალი ევროპული ალიანსი“, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ თანამშრომელს ედვარდ სნოუდენს, 2013 წლის, ანდრეი სახაროვის პრემიაზე „აზრის თავისუფლებისთვის“ წარადგენენ.
ფრაქცის წამომადგენლების აზრით, სნოუდენი პირადი თავისუფლების რისკის ფასად ამხილებდა ამერიკული და ევროპული სპეცსამსახურების მიერ ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტებს.
ოქტომბერში, ევროპარლამენტის ფრაქციათა თავმჯდომარეების კონფერენცია პრემიის ლაურეატის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ევროპარლამენტის ყოველ ფრაქციას, ანდრეი სახაროვის პრემიაზე, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენა შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები