ავღანეთში ამერიკის საკონსულოზე თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის დასავლეთით, ქალაქ ჰერატში მდებარე დიპლომატიური მისიის შენობასთან მოძრაობა “თალიბანმა” დანაღმული სატვირთო ავტომანქანა ააფეთქა, რის შემდეგაც უსაფრთხოების ძალებსა და თავდამსხმელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.
CNN-ის ცნობით, თავდასხმის დროს საკონსულოს თანამშრომლებმა თავშესაფარში გადასვლა მოახერხეს. შესაბამისად, არავინ დაზარალებულა.
სააგენტო "როიტერი" კი, სულ მცირე, სამი გარდაცვლილის შესახებ საუბრობს, რომელთა შორის უბრალო გამვლელები და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები არიან.
მასალის გამოყენების პირობები