ფუკუსიმას რადიაციით დაბინძურებული წყლის შესანახ ცისტერნის ახლოს გრუნტის წყლებში რადიაციის დონემ ერთი დღის მანძილზე 50 %-ით მოიმატა. ატომური ელექტროსადგურის წარმოამდგენლები არ უარყოფენ, რომ შესაძლოა დაბინძურებული წყალი ოკეანეში მოხვდეს. იაპონიის მთავრობა და პრემიერ მინისტრი საერთაშორისო საზოგადეობას არწმუნებენ, რიმ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება ფუკუსიმას ირგვლის ვითარება იმ ფონზე გართულდა, როცა იაპონიამ გამოაცხადა, რომ მას სურს 2020 წლის ოლიმოიადა ტოკიოში ჩატარდეს. რადიაქტოული ნარჩენების მიწისზედა რეზერვუარიდან დაახლოებით 300 ტონა ნარჩენების გაჟონვა მოხდა, ამჟამად სპეციალისტები იკვლევენ, რა გახდა რადიაციის ფონის ასეთი მკვეთრი მომატების მიზეზი.
მასალის გამოყენების პირობები