იტალიაში ტოსკანის სანაპიროსთან ჩაძირული საკრუიზო ლაინერ „კოსტა კონკორდიას“ ნაპირზე ამოზიდვის ოპერცია დაიწყო.
"კოსტა კონკორდია" 114 ათას ტონაზე მეტს იწონის და სიგრძით საფეხბურთო სტადიონს შეედრება.
2012 წლის იანვარში, კუნძულ ჯილიოსთან ხომალდი მეჩეჩზე შეჯდა, შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით ხუთი ადამიანი უკვე სცნეს დამნაშავედ.
"კოსტა კონკორდია " –ს კაპიტანს ფრანჩესკო სკეტინიოს ადამიანების მასობრივ მკვლელობასა და ფსკერისკენ მიმავალი ლაინერის მიტოვებაში ედება ბრალი.
მასალის გამოყენების პირობები