Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/Copy-of-919073163-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

მსოფლიო
ბრაზილიაში ძალადობას სათამაშო იარაღების აკრძალვით შეებრძოლებიან
ბრაზილიის ფედერალური ოლქის ხელისუფლებამ რამდენიმე ქალაქში, სათამაშო იარაღების წარმოება–გაყიდვა აკრძალა, რაც ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ დანაშაულებათა ზრდამ გამოიწვია. აღნიშნულ ქალაქებში მცხოვრებმა ბავშვებმა ხელისუფლებას აკრძალული სათამაშოები წიგნებში უნდა გაუცვალონ, ხოლო მაღაზიები, რომლებმაც სათამაშოების რელიზაცია ვერ მოახდინეს, ფულად კომპენსაციას მიიღებენ. "ძალადობის კულტურის შეცვლა ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენი შვილები მაშინ მიხვდებიან იმას, რასაც ხშირად ვიმეორებთ: იარაღი სათამაშო არ არის!", — განაცხადა ბრაზილიის ფედერალური ოლქის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ალირიუ ნეტუმ (Alirio Neto). ფრანს–პრესის ინფორმაციით, 200–მილიონიან ქვეყანაში გასულ წელს 43 ათასზე მეტი მკვლელობა მოხდა, მათგან 73% ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი. სააგენტოს ინფორმაციით, 2004 წლიდან, როდესაც ბრაზილიაში ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარების ნებაყოფლობითი აქცია დაიწყო, მოქალაქეებმა ხელისუფებას 600 ათასი ერთეული იარაღი ჩააბარეს. 2005 წელს ქვეყანაში იარაღის გაყიდვის აკრძალვის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდა, თუმცა, ქვეყნის მცხოვრებთა 64% –მა მას ხმა არ მისცა. 22
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.