„დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება“, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. მისი ნაბიჯები კი, საერთაშორისო ნორმებთან აშკარად წინააღმდეგობაში მოდის“, - განაცხადა რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები