Daily Mail-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში რეისის დროს თვითმფრინავის ორივე მფრინავს ჩაეძინა. გამოცემის მიხედვით, საქმე Airbus A330-ს ეხება და თვითმფრინავში, სულ მცირე, ასი მგზავრი იმყოფებოდა. ისინი ავტოპილოტით მიფრინავდნენ. საბოლოოდ ყველაფერი კარად დასრულდა. თუმცა, როდესაც პრესის საშუალებით ბრიტანელებმა აღნიშნულის შესახებ შეიტყვეს მფრინავებთან ერთად, ავიაკომპანიის დასჯაც მოითხოვეს.
როგორც აღნიშნავენ, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, რომელიც ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ფლობს, უარს ამბობს მფრინავების ვინაობის დასახელებაზე.
მასალის გამოყენების პირობები