ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ყოველდღიურ ბრიფინგზე განცხადება უწყების სპიკერის მოადგილემ მერი ჰარფმა გააკეთა.
შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, აიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული ბარიერები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები, როგორც კრემლის მიერ საერთაშორისო არენაზე აღებულ ვალდებულებებს, ასევე საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.
მასალის გამოყენების პირობები