კატასტროფას 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა. გემზე არალეგალი ემიგრანტები იმყოფებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მცირე ზომის გემზე 500-ზე მეტი აფრიკელი იმყოფებოდა, რომლებიც ამ გზით ევროპაში გადასვლას ცდილობდნენ.
თვითმხილველები ყვებიან, რომ კატარღას სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ცეცხლი გაუჩნდა და ჩაძირვა დაიწყო. ამ დრომდე მგზავრების უმეტესობა უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები