აღმოსავლეთ ჩინეთში, ჩჟეციანის პროვინციაში, ქარიშხალმა Fitow ორი ადამიანი იმსხვერპლა და 3 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. ჩინური სააგენტოების ცნობით, ამჯერად ქარიშხალმა მიმართულება ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთისკენ შეიცვალა.
სტიქიამ პროვინციაში 59 –ზე მეტი ჩქაროსნული მატარებლის მუშაობა შეაფერხა და 356–ზე მეტმა ავტობუსმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 27 რეისი გადაიდო, როგორც ჩჟეციანის აეროპორტიდან, ისე 22 რეისი ხანჩჟოუს საერთაშორისო აეროპორტიდანაც. ეკონომიკური ზარალი 2,28 მილიარს იუანს შეადგენს, რაც დაახლოებით 160 მილიონ დოლარს უდრის.
მანამდე, 23 სექტემბერს, სამხრეთ ჩინეთს თავს ქარიშხალი „უსაგი“დაატყდა. უმრავლესობა დაიხრჩო და ნანგრევებში მოყვა. ქარიშხალის სიჩქარე საათში 180 კმ იყო. 80 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ჩინეთის ჩრდილოეთ რაიონებში შეწყდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება.
მასალის გამოყენების პირობები