ხასავიურტში ძალოვანებმა ორი ბოევიკი მოკლეს, რომელთაც ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ორი დიდი კასრი გადაჰქონდათ, იტყობინება ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი.
დღეს დილით, ხასავიურტის ერთ–ერთ ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილის შეჩერება ინსპექტორებმა სცადეს, თუმცა ავტომანქანაში მყოფმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.
ორმხრივი სროლის დროს ავტომობილის მგზავრები მოკლეს და ერთ–ერთი პოლიცილელი დაიჭრა.
ავტომობილში ასაფეთქებელი ნივთერებით სავსე ორი 50 ლიტრიანი კასრი, იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. მოკლული პირების ვინაობა დგინდება. საგანგებო სიტუაციის მიმდებარე ტერიტორია შემოკავებულია.
მასალის გამოყენების პირობები