ხუთშაბათს, ლიბიაში 30 ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს. საქმის მოსმენა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ტრიპოლიში ბრალდებულთა სკამებზე გაძევებული ლიდერის , მოამარ კადაფის ვაჟი, სიფ ალ–ისლამი და დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, აბდულახ ას–სენუსი აღმოჩნდნენ. ისინი ჰააგაში უნდა გაესამართლებინათ, თუმცა საბოლოოდ საქმე ლიბიის სასამართლოს მიანდეს.
ოთხშაბათს ლიბიაში „ქვეყნის გათავისუფლების“ მეორე წლისთავი აღნიშნეს. მიუხედვად ტრიპოლის მთავარ მოედანზე გამოფენილი დროშებისა და საჰაერო ბურთებისა, შეკრებილების განწყობას საზეიმოს ვერ დაარქმევდი, წერს ეურონიუსი. ხალხი უკმაყოფილოა ამჟამინდელი ხელისუფლებით, რომელიც ვერ აკონტროლებს ქვეყნის მთელ ტერიტორიას,ხოლო სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები