სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ქვეყანაში საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა, იუწყება ადგილობრივი სახელისუფლებო მედია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეწყალებული იქნებიან ის პირები, რომლებმაც დანაშაული მიმდინარე წლის 29 ოქტომბრამდე ჩაიდინა. სირიის ლიდერის გადაწყვეტილების თანახმად, ბრძანებულების მოქმედება ასევე სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის დამრღვევებზეც ვრცელდება, მათ შორის დეზერტირებზე. სირიის პრეზიდენტმა ნახევარი წლის წინ უკვე გამოაცხადა საყოველთაო ამნისტია. მაშინ ასადმა უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა – მან ფაქტიურად სირიის, ჯერ კიდევ მის დაქვემდებარებაში არსებულ, ციხეებში მყოფი ყველა პატიმარი გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები