დღეს, ქაიროში ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელზეც დემონსტრანტების დაღუპვის საქმეზე იმსჯელებენ. სხდომა ეგვიპტის დედაქალაქის სამხრეთით მდებარე, ციხის კომპლექს "ტორა"–ს ტერიტორიაზე შედგება. ცნობლია, რომ ამავე საპატიმროში იმყოფება მოძრაობა “ძმები–მუსლიმების“ დაპატიმრებულ ლიდერთა უმრავლესობა.
აღნიშნულ ციხეში ორ წელიწადზე მეტი, 2011 წლის რევოლუციის შედეგად გადაყენებულმა ხოსნი მუბარაქმაც გაატარა. დაესწრება თუ არა მურსი პირადად სასამართლო პროცესს, უცნობია, თუმცა, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია,იმის შესახებ, რომ ქვეყნის ყოფილ ხელმძღვანელს ციხის ტერიტორიაზე შვეულმფრენით მოიყვანენ.
interfax
მასალის გამოყენების პირობები