ჟენევაში სირიის საკითხებზე სამშვიდობო კონფერენციის მომზადების მიზნით, მოლაპარაკებები დაიწყო. ამ შეხვედრის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში 2,5 წლის განმავლობაში მიმდინარე ომს დაასრულებენ.
გაეროს და არაბული ლიგის სახელმწიფოთა სპეციალური წარმომადგენლის, ლაჰდარ ბრაჰიმის ამერიკელ და რუს დიპლომატებთან შეხვედრა რამდენჯერმე, აზრთა სხვადასხვაობის გამო გადაიდო.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს კიდევ სამი მუდმივი წევრი - ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, სირიის მეზობელი ქვეყნის, ლიბანის, ირანისა და თურქეთის წარმომადგენლები.
რუსეთმა კვლავ გაიმეორა თავისი მოთხოვნა იმის შესახებ, რომ „ჟენევა 2 – ის“ სახელით ცნობილ კონფერენციაში, მონაწილეობა უნდა მიიღოს ირანმა – საერთაშორისო არენაზე ბაშარ ასადი მთავრობის მთავარმა მოკავშირემ.
bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები