ფლირიდას შტატის, ქალაქ მაიამის აეროპორტში აშშ–ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ამერიკელი უილიამ პოტსი დააკავეს, რომელმაც 1984 წელს სამგზავრო თვითმფრინავი კუბაში გაიტაცა. პოტსმა იქ 30 წელი იცხოვრა , მაგრამ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნებულიყო, რადგან ორი ქალიშვილი და სამშობლო მოენატრა. სავარაუდოდ, პოტსი დღესვე წარსდგება სასამართლოს წინაშე. შესაძლოა მას ხანგრძლივი დროით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
მასალის გამოყენების პირობები