დღეს კოსმოდრომ ბაიკანურიდან სტარტი პილოტირებულმა ხომალდმა “Союз ТМА-11М”– მა აიღო, რომელზეც ხანგრძლივი ექსპედიციის მონაწილე საერთაშორისო სამკაციანი ეკიპაჟი (იაპონელი კოიჩი ვაკატის რუსი მიხაილ ტიურინისა და ამერიკელი რიჩარდ მასტრაკიოს შემდგენლობით) იმყოფება. ხომალდით ზამთრის ოლიმპიური თამაშების ერთ–ერთი მთავარი სიმბოლო – “სოჭი 2014” – ის ჩირაღდანი მიაქვთ, რომელსაც ეკიპაჟი ღია კოსმოსში თავისი პირველი გასეირნებისას საზეიმოდ გაიტანს. როგორც ცნობილია, ღია კოსმოსში ჟანგბადი არ არის და ფიზიკის კანონებით, სავრაუდოდ იქ ცეცხლი არ აინთება, წერს ბი–ბი–სი.
მასალის გამოყენების პირობები