სირიის სახელისუფლებო ჯარებმა, ლიბანის ისლამისტური მოძრაობა „ხეზბოლა“–ს მხარდაჭერით, დამასკოს გარეუბნის სამხრეთ ნაწილი, ქალაქი სბეინუ, ამბოხებულებისგან გაათავისუფლეს.
სახელმწიფო მედია და ამბოხებულებთან დაკავშირებული წყაროები ადასტურებენ, რომ სირიის არმია უკვე აკონტროლებს ქალაქ სბეინუს, რომელზეც დამასკოსთან გამაგრებული ამბოხებულების მომარაგების მთავარი მარშრუტი გადის.
"ხეზბოლა" რამდენიმე ევროპულ ქვეყანასა და აშშ–ში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს.
გაეროს მონაცემებით, 2011 წლის გაზაფხულიდან, როდესაც სირიაში კონფლიქტი დაიწყო, ქვეყანა 2,8 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ამ დროის განმავლობაში, სამოქალაქო ომს100 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები