ტროპიკულმა ტაიფუნმა "ხაიანმა", რომელიც ფილიპინებზე ათასობით ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა, ვიეტნამის ჩრდილოეთ სანაპიროს მიაღწია, თუმცა მისი ძალა უკვე აღარ არის დამანგრეველი. ტაიფუნს ამჯერად პირველი კატეგორიის შტორმის კლასიფიკაცია მიეცა. ქარის სიჩქარე ტურისტულ რაიონ ხალონგში 140 კმ/სთ–ია. ვიეტნამის საშიში რაიონებიდან 600–მდე ადამიანია ევაკუირებული, ყველზე ცოტა 6 ადამიანი – დაღუპულია. მეზობელმა ჩინეთმა უკვე გააფრთხილა მოსახლეობა ტაიფუნის საშიშროების შესახებ, ასევე პოპულარულ კურორტ ხაინანზე. შაბათს, დღის განმავლობაში, მე–5 კატეგორიის შტორმად მიჩნეულმა „ხაიანმა“, ფილიპინების სხვადასხვა რაიონს დიდი ზარალი მიაყენა, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, მაშველებისთვის ცალკეულ მოწყვეტილი რაიონები ამ დრომდე მიუღწეველია. ქარის სიჩქარე, ტაიფუნის ცენტრში, სინოპტიკოსების შეფასებით, 300კმ/სთ–ს აღწევდა. მიმდინარე წლის დაკვირვებების თანახმად, „ხაიანი“ ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნია, რომელიც მსოფლიოში დაფიქსრიდა.
მასალის გამოყენების პირობები