ხომალდ Greenpeace Arctic Sunrise–ის ეკიპაჟის 30–მდე წევრს, რომლებიც რუსეთში პლატფორმა "პრირაზლომნაია"–სთან ჩადენილი ხულიგნობის მუხლით დააკავეს, სანქტ–პეტერბურგის საგამოძიებო იზოლატორებში გადაიყვანენ, იტყობინება რუსეთის საგამოძეიბო კომიტეტი. საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაცია Greenpeace –ის ხომალდი Arctic Sunrise, პეჩორის ზღვაში, 19 სექტემბერს, საპროტესტო აქციის ჩატარების მცდელობისას დააკავეს. აქტივისტები პლატფორმა "პრირაზლომნაია"–სთან ნავთობის მოპოვებას აპროტესტებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები