პალესტინურმა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელმაც ღაზას სექტორში ძალაუფლება მოიპოვა, პირველად ისტორიაში, თავის პრეს–მდივნად ქალი დანიშნა. 23 წლის ისრა ალემადელი დიდი ბრიტანეთში ცხოვრობს.
ალემადელი „ჰამას“– ს უცხოურ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებზე წარმოადგენს. თავად ახალგაზრდა ქალი, დაჯგუფების წევრი არ არის.
ის ტრადიციულ თავშალს ატარებს, მსუბუქ მაკიაჟს იკეთებს, უსმენს არა მარტო ისლამურ მუსიკას და ზოგჯერ საპირისპირო სქესის წარმომდგენლებს ხელის ჩამორთმევით ესალმება.
ისრაელელ კოლეგებს, წინასწარ ბოდიშის მოხდის შემდეგ, მან უკვე განუცხადა, რომ მათთან საუბრისთვის უფლემოსილება არ გააჩნია.
www.gazeta.ru
მასალის გამოყენების პირობები