345 მილიონი დოლარის ღირებულების ვერტმფრენები ამერიკულ მხარეს რუსული კომპანიისგან უნდა შეეძინა და მომდევნო წელს ავღანეთისათვის გადაეცა, თუმცა, კონგრესის ორივე პალატის კანონმდებლები კატეგორიულად ითხოვდნენ იმ რუსულ კომპანიასთან კავშირების გაწყვეტას, რომელიც იარაღით სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსაც ამარაგებს: “მე მივესალმები თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელმაც Ми-17 ტიპის 15 ვერტმფრენის შეძენა გადაიფიქრა რუსეთისაგან. ამ ვერტმფრენების მომწოდებლებთან თანამშრომლობა ამორალური იქნებოდა”,-განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კორნინმა. “ბი-ბი-სი”-ს ინფორმაციით, პენტაგონის უარზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია რუსულ მხარეს.
bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები