Pussy Riot – ის წევრი ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა კრასნოიარსკის ტუბერკულოზის საავდამყოფოში მოათავსეს.
ამის შესახებ რუსულ სააგენტოებს, მსჯავრდებულის ქმარმა, პეტრ ვერზილოვმა განუცხადა. ტოლოკონნიკოვა 26 დღის განმავლობაში პირველად დაუკავშირდა მეუღლეს და თავისი მდგომარეობის შესახებ უამბო.
საავადმყოფოში ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, შიმშილობით გამოწვეული გართულებების გამო, კვლევები უნდა ჩაუტარდეს.
23 სექტემბერს მან შიმშილობა გამოაცხადა და გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც მორდოვეთის კოლონიაში პატიმართა უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა.
21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ტოლოკონნიკოვა სხვა კოლონიაში გადაიყვანეს, თუმცა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ადვოკატებმა და ნათესავებმა 26 დღის განმავლობაში არაფერი იცოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები