საერთაშორისო აეროპორტ „ყაზან“ – ში ავიაკომპანია „თათარსტან“–ის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 44 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი დაიღუპა. ორშაბათი თათარსტანში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ავიაკომპანია " თათარსტანი“– ის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, გულნაზ მინიხანოვას განცხადებით, თვითმფრინავის ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გამოთქმულა.
თათარსტანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სამმართველოს საიტზე დაღუპულთა სია გამოაქვეყნეს. მათ შორისაა თათარსტანის პრეზიდენტის ვაჟი ირეკ მინიხანოვი და თათარსატანის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ანტონოვი.
დაზუსტებული ინფორმაციით, თვითმფრინავში ასევე ბრიტანეთის მოქალაქე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ კვირას, სამგზავრო თვთმფრინავმა Boeing 737, რომელიც მოსკოვიდან თათარსტანში მიფრინავდა, ყაზანის აეროპორტში დაშვებისას კატასტროფა განიცადა.
bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები