ანა წითლიძე - ზუგდიდის განვითარების ცენტრი ბოლომდე იბრძოლებს
"ზუგდიდის განვითარების ცენტრი"  ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ცენტრის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.  მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა გარკვეულ პირებს ხელს უწყობს, რაც შეიძლება მეტი პროექტი შეიტანონ, რათა სასწავლო ცენტრს დაფინანსებაზე უარი უთხრან. წითლიძე, კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ჩართვას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ობიექტურობის გარანტი იქნება. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხდება სასწრაფო წესით სპეციალური პროექტების მომზადება, რომ კონკურსზე მარტო ზუგდიდის განვითარების ცენტრს არ ჰქონდეს შეტანილი ეს პროექტი.  ჩვენი მხრიდან ჩვენ ვაცხადებთ, რომ კონკურსი ღიაა და ნებისმიერს შეუძლია შეიტანოს პროექტი.  ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ეს იქნება კომისიაში თუ კომისიის გარეთ.  წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, იმათაც ვისაც საკუთარი სურვილით შეაქვს და იმათაც ვისაც ავალებენ,  რომ შეიტანონ ეს პროექტები. ზუგდიდის განვითარების ცენტრი იბრძოლებს ბოლომდე, რომ ეს ახალგაზრდები არ დარჩნენ გარეთ და მათ მიეცეთ განათლების შესაძლებლობა“, - ამბობს ანა წითლიძე. ცნობისთვის, გასულ კვირაში, დემოკრატიული ჩართულობის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შემსწავლელი კომისიის წევრები აირჩიეს, ესენია: გურამ ჩიხლაძე – “კვლევებისა და მონიტორინგის ცენტრი”, გერონტი ყალიჩავა – “მედია ფონდი”, რუსლან საჯაია-”ასოციაცია “ჰანგი”, კრისტინა კილანავა – ქალთა მოძრაობა “იმედი” და ხათუნა გოგუა- “აფხაზეთი ჩემი”. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსების პროცედურები და კრიტერიუმები კი, 27 იანვარს დაამტკიცა. დებულების თანახმად, არასამთავრობოების მიერ წარდგენილ პროექტებს 7-9 წევრიანი სპეციალური კომისია განიხილავს. აქედან, ოთხი წევრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპლიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებს დააფინანსებს. ამისთვის ბიუჯეტში 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.