ხობში წყალმომარაგების მიზნით სამუშაოები ხორციელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "მუნიციპალური განვითარების ფონდი", "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან" ერთად ქალაქ ხობში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა დაათვალიერეს . მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება, სათავე ნაგებობისა და ჭაბურღილების რეაბილიტაცია განხორციელდება.  მოხდება ქალაქის ქსელის ამორტიზებული მილების გამოცვლაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქის 6500 მცხოვრები 16 საათიანი გრაფიკის ნაცვლად, ხარისხიან წყალს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. 

ქალაქ ხობის წყალსადენის ქსელის ძირითადი ნაწილი დღეისათვის ამორტიზებულია, რეაბილიტაციას საჭიროებს სატუმბი სადგურიც. არსებული დაბალი წნევის გამო კი მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში პრობლემატურია მაღალ სართულებზე წყლის მიწოდება.  აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად ეს პრობლემაც გადაიჭრება. საქართველოს "მუნიციპალური განვითარების ფონდი" და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. სამუშაოებზე 22 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.