სამართალი
კანონიერი ქურდის „ლავას ოღლის“ საქართველოში დეპორტაციის პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლდოვაში დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძისთვის, მეტსახელად "ლავას ოღლისთვის" ბრალის წარდგენას გეგმავს.

როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარეობს მისი საქართველოში დეპორტაციის პროცესი.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ-ს 18-179-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 151-ე მუხლით მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, გამოძიების მიერ აღნიშნულ საქმეებზე მოპოვებულია დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მხილებულ იქნა ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ., მეტსახელად „ლავას ოღლი“. შედეგად გამოძიება შევიდა დასკვნით ფაზაში და უახლოეს მომავალში მინდია გ-ს წარედგინება ბრალი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მინდია გორაძე 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დააკავეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.