შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის სამხარეო სამმართველოს
თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული
სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული
მამუკა ნ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით სამტრედიაში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით,"სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი
ჩხრეკისას 30 შეკვრად დაფასოებული 8,29806 გრ ნარკოტიკული საშუალება
ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,87174 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით მამუკა ნ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის
მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს",
- ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3
ნაწილის "ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები