სამართალი
რუსეთმა ე.წ.კანონიერი ქურდის "ბაჩუკი ფოთსკის" საქართველოში დეპორტაცია მოახდინა
რუსეთმა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე "უხუცესი კანონიერი ქურდის" 50 წლის ბაჩუკი ფაჩულიას დეპორტაცია მოახდინა. რუსული მედიის ინფორმაციით,"ბაჩუკი ფოთსკის" დეპორტაცია ვლადიმირის ოლქის კოლონიიდან გათავისუფლებისთანავე მოხდა.

დეპორტაციის ძირითად მოტივად კი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განკარგულება გახდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაჩუკი ფაჩულიას ყოფნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველია. ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში მოსკოვის აეროპორტიდან გამოამგზავრეს.

ბაჩუკი ფაჩულია რამდენჯერმე არის ნასამართლევი და ჯამში სხვადასხვა საპატიმროში 20 წელი აქვს გატარებული. ბოლო ორი სასჯელი მან რუსეთში, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისთვის მოიხადა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.