სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ზუგდიდში პოლიციელის
დაჭრის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს ზუგდიდის
რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო
თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა თანასოფლელი ზ. ხ. და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან
რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი -
სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს
აღიარებს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე
(საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით) მიმდინარეობს.
ცნობისთვის, პოლიციის თანამშროლელი ზ.ხ. საკუთარი საცხოვრებელ სახლთან
დაჭრეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. პოლიციელის სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები