სამართალი
ადვოკატი: ქარდავას გენერალ დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენეს
საქართველოს პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა. ინფორმაციას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, თუმცა როგორც ბრალის დადგენილებაშია ნათქვამი, მეგის ქარდავამ რომან დუმბაძის მკვლელობა იმ მოტივით შეუკვეთა, რომ ის არის საქართველოს მოღალატე. გადამდგარი გენერალი რომან დუმბაძე 2012 წლის 21 მაისს მოსკოვში მოკლეს. კილერმა მას თავისა და მუცლის არეში 7 ტყვია ესროლა.

ველიჯანაშვილის განცხადებით, ასევე მიმდინარეობს ძიება გენერალ მორისოვის მკვლელობის შეკვეთის საქმესთან დაკავშირებითაც. ადვოკატის თქმით,"ამ საქმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს პროკურატურა რუსულ დაკვეთებს ასრულებს და რუსეთიდან გადაგზავნილ მასალებზე დაყრდნობით აწარმოებს ძიებას".

მისივე განმარტებით, მეგის ქარდავასთვის ბრალის წაყენების შემდეგ, მისი რომელიმე ქვეყანაში დაკავების შემთხვევაში, რუსეთს უჩნდება შესაძლებობა, მეგის ქარდავას ექსტრადირება მოითხოვოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.