ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში "ლიბერთი ბანკის" სერვისცენტრი
გაქურდეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა სეიფი წაიღეს, სადაც
პენსიისთვის განკუთვნილი თანხა ინახებოდა.
"პოლიციელებს ამ დილით შეუმჩნევიათ, დამტვრეული კარი. იქ ადრე მაღაზია
იყო, შენობა დაუცველია, ჩემი აზრით, სათვალთვალო კამერაც კი არ არის",
- უთხრა რადიო "ათინათს" სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა.
შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და სისხლის
სამართლის საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები