კორცხელის დაპირისპირებაში მონაწილე ბრალდებულ პირებს ზუგდიდის
რაიონული სასამართლოს
გადაწყვეტილებით გირაო შეეფარდათ. ხუთ მათგანს აღმკვეთი ღონისძიების
სახით 7-7 ათასი ლარი, ხოლო ერთს- 10 ათასი ლარი.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის შედეგადაც
აღნიშნული გადაწყვეტილება დადგა.
"უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება იმ მიზნით არ იქნა გამოყენებული,
რომ ბრალდებულები თავისით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და
ასევე, ისინი ყველა გამოძახებაზე თანამშრომლობენ საგამოძიებო
ორგანოებში, აქედან გამომდინარე, მათი მიმალვის საშიშროება არ
არსებობდა", - განაცხადა საქმის პროკურორმა თეიმურაზ ჯალაღონიამ.
ბრალდებულების ადვოკატის ზურაბ ბელთაძის თქმით, ისინი სასამართლოს
გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან სსკ 239-ე მუხლით
გათვალისწინებულ ბრალდებას, რაც ხულიგნობას გულისხმობს, არ
ეთანხმებიან.
შეგახსენებთ,რომ შსს-მ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი 6
პირს 1-ელ ივნისს წაუყენა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში
მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს
და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა
საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები